არჩილ გორდულაძე: არავის საქმე არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები. ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი

არჩილ გორდულაძე: არავის საქმე არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები. ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი

არავის საქმე არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები. ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას სხვა ქვეყნებისა თუ დიპლომატების ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

„ქართველი ხალხი რასაც პირველ რიგში ვერ იტანს, არის სწორედ უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც მომდინარეობს „დიფ სთეითის“ მიერ მართული ქვეყნებიდან თუ კონკრეტული ქვეყნების გაერთიანებიდან და ბიუროკრატებიდან. კარგია, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხმას იმაღლებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებისა და მათი მართული ადამიანების წინააღმდეგ, იზრდება. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენც ეს გვინდა, რომ არ არსებობდეს ბნელი ძალები, რომლებიც ფარდას ამოეფარონ და მართონ სხვადასხვა მოვლენა. ასევე, ჩვენ არ გვინდა, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იყოს აქ ვინმე დასმული, როგორც ადრე, როდესაც იმპერიები არსებობდნენ. ეს ჩვენ არ გვჭირდება. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, უკვე 9 არჩევნებია ასე ხდება და გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს - ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“ და მას უჭერს მხარს.

„ეს არის სწორედ, რომ აგიჟებს და ჭკუიდან გადაჰყავს „დიფ სთეითი“, რომ როგორ ბედავს ასეთი პატარა, ძალიან ღირსეული და სულიერად ძალიან ძლიერი ქვეყანა, საქართველოს სახით, რომ მათ დიდ გავლენებს - იქნება ეს ფინანსური, თუ არა ფინანსური ძალაუფლების სახით, შეეწინააღმდეგოს და მათ წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს“, - აღნიშნა გორდულაძე.