პიტერ სიიარტო: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე შეუძლებელია

პიტერ სიიარტო: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე შეუძლებელია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე შეუძლებელია.

„შეუძლებელია, რომ უკრაინა ევროკავშირს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე შეუერთდეს, რადგან ეს მთლიანად ეწინააღმდეგება ინტეგრაციის პროცესის დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ეს უნდა ეხებოდეს ყველა კანდიდატ ქვეყანას თანაბრად და თუ კონფლიქტურ მდგომარეობაში ყოფნა დამსახურებად ითვლება, მაშინ ევროკავშირმა ეს ღიად უნდა თქვას.