გურამ ნიკოლაშვილი ლონდონში მიმდინარე წიგნის ბაზრობაზე: წლევანდელი ლონდონის წიგნის გამოფენა შედგა, საქართველომ ღირსეულად დაიკავა ადგილი და დაახლოებით ერთ თვეში მსგავსი გამოფენა იქნება პარიზში

გურამ ნიკოლაშვილი ლონდონში მიმდინარე წიგნის ბაზრობაზე: წლევანდელი ლონდონის წიგნის გამოფენა შედგა, საქართველომ ღირსეულად დაიკავა ადგილი და დაახლოებით ერთ თვეში მსგავსი გამოფენა იქნება პარიზში

წლევანდელი ლონდონის წიგნის გამოფენა შედგა და საქართველომ ღირსეულად დაიკავა ადგილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ლონდონში მიმდინარე წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, იგი არის დამოუკიდებელი დოკუმენტალისტი და მწერალთა სახლის გადაწყვეტილებით, გამოფენაზე წარდგა მისი ფილმის „იოანე-ზოსიმე − დაბრუნება“. ნიკოლაშვილის განმარტებით, შარშან იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანა იყო მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, რის გამოც მწერალთა სახლმა გადაწყვიტა, რომ კონცეფცია სწორედ ამ მოვლენაზე აეგო და შესაბამისად, დიზაინი და კონცეპტუალური ამბავი ამ თემის გარშემო შეეკრა.

„ეს ხაზს უსვამს იმ წარსულს, ფესვებს, რაზეც დგას ქართული კულტურა, დამწერლობა, რომელიც მრავალ ასეულ წელს ითვლის. გამოფენამ ჩაიარა ძალიან კარგად, არის დიდი ინტერესი“, - აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა.

რაც შეეხება ამ გამოფენის საქართველოში გაშუქებას, ნიკოლაშვილის შეფასებით, ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად ტენდენციურად გააშუქა. თუმცა მისი თქმით, ეს გამოწვეულია საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით და ამ ყველაფერს წიგნის ბაზრობის გამოფენაზე გავლენა არ მოუხდენია. ნიკოლაშვილის განმარტებით, სიტუაციის დრამატიზება მხოლოდ რამდენიმე ქართულ მედიაში მოხდა.

„სინამდვილეში ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ქართულ მედია სივრცეში, მის გარკვეულ ნაწილში. მეტი არსად არაფერი ხდება. ეს ყველაფერი არის წინასწარ დადგმული იმისათვის, რომ ქართულ ტენდენციურ მედიაში, რადიკალურ ჯგუფებში, ოპოზიციურ ბუშტში გააჩინონ რაღაც თემები და შექმნან ის აღქმები, რომ თითქოს ქვეყანაში ვინმეს რამე აინტერესებს. ადგილზე აბსოლუტურად არავის არაფერი უგრძნია, მითუმეტეს არაფერი მომხდარა იქ, სადაც არის წიგნის ბაზრობა და სადაც არის სტენდი“, - აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში მსგავსი გამოფენა პარიზში გაიმართება.

Aburjga Tasmanieli თქვენ ვისაც კიდევ გჯერათ, რომ წიგნების გამოფენით, ცეკვით და სიმღერით გათახსირებულ ევროკავშირს თავს მოაწონებთ და ოდესმე დანდობა-შენდობას გამოსთხოვთ ძალიან ცდებით ან თავს ისულელებთ! არ გაგივათ არავითარი ფანდები ეშმაკთან წილნაყარ კოლექტიურ დასავლეთთან! სანამ სულს არ ამოხდიან საქართველოს არ მოისვენებენ! ასეთია მათი გენი და რჯული, შათლახები და გოთერნები არიან!
2 საათის უკან