„საია“  და  „საერთაშორისო გამჭირვალობა“: ივანიშვილის წინააღმდეგ, კონტროლის პალატის ოქმის განხილვა, შეზღუდვებით წარიმართა

„საია“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა“: ივანიშვილის წინააღმდეგ, კონტროლის პალატის ოქმის განხილვა, შეზღუდვებით წარიმართა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის  წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეც მოხვდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ოქმის განხილვა, რომლის დროსაც ივანიშვილის დაჯარიმების საკითხს განიხილავდნენ, შეზღუდვებით წარიმართა.

„სასამართლო 6-კაციან დარბაზში ჩატარდა და საზოგადოების დიდი ინტერესი არ გაითვალისწინეს. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, ისევე როგორც გამოვლენილ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლოს რეკომენდაციები გაეგზავნება“, - განაცხადა ხატისკაცმა.