როგორც ჩანს, საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჰოლივუდის მსახიობებმა საკურორტო ბიზნესის დაწყებაც გადაწყვიტეს. ამ მომგებიანმა წამოწყებამ მალუბუს სანაპიროზე ფეხი უკვე მოიკიდა. ორი ცნობილი მსახიობი, ჯიმ კერი და პირს ბროსმანი საკუთარ სახლებს ბიზნესში ერთდროულად დებენ, თუმცა კომიკოსისგან განსხვავებით, ყოფილი ჯეიმს ბონდი უფრო წინდახედული აღმოჩნდა. პირს ბროსმანი ორთვიანი გადაღებების განმავლობაში 500 ათას დოლარს, საკუთარი ვილის დაქირავებით გააკეთებს.
ამერიკელ - კანადელი მსახიობი ჯიმ კერი, კი საკუთარ სახლს მალიბუს სანაპიროზე 13,95 მილიონ დოლარად ყიდის. კომიკოსმა აღნიშნული სახლი 2002 წელს 9,75 მილიონ დოლარად შეიძინა.
კერის სასახლე, რომლის ფართობი 270 კვადრატული მეტრია ხუთი საძინებლის, ხუთი აბაზანისა და სხვა საოჯახო, სასტუმრო ოთახებისგან შედგება. სახლის სახურავზე განთავსებულია ტერასა და ჰიდრომასაჟული აბანო.
50 წლის ჯიმ კერი ამერიკაში, ერთ-ერთ, ყველაზე მაღალანაზღაურებად კომიკოსად ითვლება.
რაც შეეხება, პირს ბროსმანს, ის თავის ვილას მალიბუში, სეზონზე, თვეში 250 ათას დოლარად გააქირავებს. მსახიობის ვილის დაქირავება ივლისსა და აგვისტოშია შესაძლებელი. ამ დროს, თავად მსახიობი გადაღებებით იქნება დაკავებული.
ვილის პოტენციული დამქირავებელი ამ ორი თვის განმავლობაში ისეთი ცნობილი ვარსკვლავების მეზობელი აღმოჩნდება, როგორებიც არიან: მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე, რობერტ რედფორდი და ა.შ.
ბროსმანს ვილა Orchid House, ბროად-ბიჩზე 2000 წელს აქვს შეძენილი. სახლის საერთო ფართობია 1,2 კვადრატული მეტრი. სახლის ფანჯრები 40-მეტრიან პლიაჟს გადაჰყურებს, აქვს ოთხი საძინებელი, საუნა, არტ-სტუდია, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური ოთახი და ბარი. დიდი ბასეინი და პატარა სასტუმრო სახლები.