გიორგი ჩაკვეტაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ფაქტები, მათ ვერ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლებაში. მათი მიზანია, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ არა არჩევნების გზით

გიორგი ჩაკვეტაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ფაქტები, მათ ვერ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლებაში. მათი მიზანია, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ არა არჩევნების გზით

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელმაც მოახერხა ის, რომ მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობა. შეუძლებელია ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ობიექტური დამკვირვებლის პირობებში გათვალისწინებული არ იყოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძემ „დღის ქრონიკასთან“.

„დეზინფორმაცია, რაც მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას, საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლას უკავშირდებოდა, ეს დეზინფორმაცია ჩამოიშალა. ყოველთვის როდესაც გააგრძელებენ ისეთი რეზოლუციების მიღებას, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ეს ყველაფერი გაუფასურდება. თვითონ მოახერხეს გარკვეულმა ისტებლიშმენტებმა, რომ ეს რეზოლუციები გაეუფასურებინათ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი იმ ევროპის, რომელიც არის უძველესი ევროპა. ვნახეთ 4 მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი არ დაუჭირეს და ჩამოშალეს ის მითი, რომელიც საქართველოში არჩევნების გაყალბებას უკავშირდებოდა.

რაც შეეხება ზოგადად არჩევნებზე დარღვევებს, მათ შორის პრეზიდენტს შეეძლო პროკურატურისთვის მოეწოდებინა ინფორმაცია იმ დარღვევებზე რომელიც შეიძლება იცოდეს, მაგრამ არა - ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ფაქტები, მათ ვერ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლებაში. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ არა არჩევნების გზით. სახელმწიფო ინსტიტუტები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არ დაუშვებენ იმას, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი არეულობა მოხდეს“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.