მგონია, რომ მომავალი ორი წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ პასუხობს საკუთარ ამომრჩევლის ინტერესებსაც კი, ისინი უბრალოდ ან პერეფორმატირებას მოახდენენ და სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგს შემოგვთავაზებენ, ან უბრალოდ პოლიტიკური სცენარიდან გაქრებიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.
„ისინი ფიზიკურად არ გაქრებიან, შეეცდებიან საზოგადოებრივი ველი, ტელევიზიები და „ენჯეოები“ ჯერ კიდევ გამოიყენონ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ნდობა დაკარგა. ზოგადად, როდესაც შენ პოლიტიკურ პროცესს იწყებ, პირველ რიგში გჭირდება დამაჯერებლობა და იმის რწმენა, რომ შენ რასაც ამბობ ეს გამოხატავს რაღაც წესრიგს. ამ შემთხვევაში, რასაც ისინი საუბრობენ, აღარ გამოხატავს არანაირ წესრიგს, არ გამოხატავს არანაირ ინტერესს და ამას შეიძლება პერფორმანსების პოლიტიკა დავარქვათ. ის რეალური გამოწვევები, რაც გეოპოლიტიკურად საქართველოს აქვს ისინი ამას ვეღარ პასუხობენ და ბუნებრივია, პერეფორმატირების პროცესში, ჩვენ 4 წლის თავზე ვიხილავთ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.
რაც შეეხება ევროპას, ევროპა ხალხს უნდა, მაგრამ არა ისეთი, "ეს კანონი გააუქმეთ" "ის მიიღეთ" "სანქცია დააწესეთ" "ომში ჩაერთეთ" ... სულელი და ხარბი ასო-ების დანოსებზე რომ აწყობენ საჩვენო გეგმებს! ჩვენ გვინდა განათლებული, სამართლიანი და ტოლერანტი ევროპა! ჩვენს გასაკეთებელს კი ჩვენ გადავწყვეტთ, ვიღაც თავიანთ ქვეყანაში მოძულებული ჰაჩინსკის, შოლცის, მაკრონის ... ასევე ორნაქმარევი როტისა და პედოფილი მიხელსონის გარეშე!!