ეკა ბესელია: სააკაშვილის  საჩუქარი ერთი ბოთლი ღვინო და სხვა რაღაცები,  სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა მოსყიდვა

ეკა ბესელია: სააკაშვილის საჩუქარი ერთი ბოთლი ღვინო და სხვა რაღაცები, სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა მოსყიდვა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და ადვოკატმა, ეკა ბესელიამ for.ge (presage.tv) -ის პრესკლუბში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვაში  დაადანაშაულა.

„ამომრჩეველთა მოსყიდვაა, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ხვდება პედაგოგებს და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, ისინი კი, ერთი ბოთლი ღვინით და საჩუქრებით გამოდიან იქედან“ - აცხადებს ეკა ბესელია

 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით, 100 ლარზე ნაკლები თანხის ოდენობის საჩუქრის ამომრჩევლისთვის გადაცემა ისჯება ადმინისტრაციული წესით და  მიიჩნევა ამომრჩეველთა მოსყიდვად სწორედ იმ სტანდარტით, რომელიც დაადგინა  კონტროლის პალატამ და სასამართლომ. ასევე სააკაშვილი ორი კვირის წინ ანაკლიაში სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. საინტერესოა პრეზიდენტმა სტუდენტები ანაკლიაში რა თანხით დაპატიჟა და მათ რა თანხით გაუმასპინძლდა. მე ჩემს კოლეგა იურისტებს მივმართავ ერთობლივი განცხადება გავუგზავნოთ კონტროლის პალატას, დაინტერესდეს პრეზიდენტის ამ ქმედებით“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მსგავს ფაქტებზე კონტროლის პალატას, არაერთხელ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. ბესელია ამ საკითხებზე  კონტროლის პალატისთვის მიმართვას უახლოეს დღეებში კიდევ აპირებს.