პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და იურისტმა ეკა ბესელიამ for.ge (presage.tv) -ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, რომ 15 ივნისს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის სააპელაციო წესით განხილვა მოხდება.
ბესელია, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიდა ეროვნულ დონეზე ამ პროცედურებს გაივლის და ამ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების ჩასართველად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.
„არ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს სასამართლო ამ პოლიტიკურ ზეწოლას, პოლიტიკურ გავლენას გაექცეს და მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. მით უფრო, ეს ის მოსამართლე გახლავთ, რომელმაც შპს. „მენეჯმენტ“ სერვისთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მე თვითონ გავხდი მომსწრე და მონაწილე იმ უსამართლო პროცედურებისა, როდესაც ეს მოსამართლე ამ საკითხის განხილვას ახდენდა“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელაის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სასამართლოს კიდევ აქვს შანსი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს და „ქართული ოცნების“ ლიდერს, უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა აღუდგინოს, თუმცა, ფიქრობს, რომ მოსამართლე პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაექცევა.
„ასევე არის მეორე პროცესი, რომელიც განსახილველია. ეს ნატურალიზააციის გზით მოქალაქეობაზე უარის თქმას ეხება. სასამართლომ ეს საქმეც უნდა განიხლიოს. ასე, რომ წინ გველოდება კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება ხელისუფლების სახე“, - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, პირველი ინსტანციის საქმის განხილვაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს, ბიძინა ივანიშვილს კი არა, რაც სააპელაციო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული.