ე.წ. მასთ ქერზე ხვალ არასამთავრობოები კუბლაშვილისგან საბოლოო პასუხს მიიღებენ

ე.წ. მასთ ქერზე ხვალ არასამთავრობოები კუბლაშვილისგან საბოლოო პასუხს მიიღებენ

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები ხვალ იურიდიულ საკითხა კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ე.წ. მასთ ქერზე საბოლოო პოზიციას მოისმენენ.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს

ერთ-ერთ პრინციპულ საკითხზე, რომელიც  მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტს შეეხება.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მოამზადეს და პარლამენტს წარუდგინეს. ეს საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.