ანგელა მერკელი პოზიციას იცვლის - მას დიდი ევროპა უნდა

ანგელა მერკელი პოზიციას იცვლის - მას დიდი ევროპა უნდა

Euronews-ის ინფორმაციით, ოფციალურმა ბერლინმა რიტორიკა შეიცვალა ევროინტეგრაციასა და ევრობონდებთან დაკავშირებით. თუ ადრე გერმანიის კანცლერი ერთიანი ობლიგაციების გამოშვების სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ, ამჯერად მერკელმა პირადად გამოთქვა სურვილი ამ საკითხის ხელახალი გადახედვის შესახებ.

„ჩვენ დიდი ევროპა გვინდა, მაგრამ ისეთი ევროპა, სადაც პასუხისმგებლობა და კონტროლი ყოველთვის ხელჩაკიდებულები ივლიან. არ შეიძლება ვალები საერთო იყოს და ვინ როგორ დახარჯავს თავის ქვეყანაში ფულს, მხოლოდ თვითონ აკონტროლოს. ევროპისთვის კი ბიუჯეტის ეკონომიურობის შეჩერება, შეიძლება „სასიკვდილოც“ აღმოჩნდეს“,-განაცხადა მერკელმა.