გაერო: სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს

გაერო: სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სირიაში მიმდინარე მოვლენებს სამოქალაქო ომის კვალიფიკაციას ანიჭებს.

”შეიძლება სრული დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ სირიაში სამოქალქო ომი მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში განხორციელებულ მასშტაბური ძალალდობის ფაქტებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტის ”ხასიათის ცვლილება” აღარ არის”,-განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამშვიდობო ოპერაციების საქმეში ერვე ლადუსმა.

ლადუსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სირიელები უკვე გაეროს წარმომადგენლებსაც ესხმიან თავს.

„როდესაც გაეროს წარმომადგენლების მანქანები ქალაქ ალ-ხეფაში მიდიოდნენ, ისინი მაგისტრალზე გამხეცებულმა ადამიანების ჯგუფმა გააჩერა, ისინი სავარაუდოდ, სირიის უბრალო მოქალაქეები იყვნენ. გაჩერებულ მანქანებს მათ ქვები და მეტალის საგნები დაუშინეს. ჩვენ იძულებულები გავხდით, უკან მოვბრუნებულიყავით“,-აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი.