Amnasty international: ევროპის ქვეყნები საკუთარ საზღვრებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ემიგრანტების სიცოცხლეზე

Amnasty international: ევროპის ქვეყნები საკუთარ საზღვრებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ემიგრანტების სიცოცხლეზე

საერთაშორისო ორგანიზაციის Amnasty international-ის განცხადებით, ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი არალეგალი ემიგრანტების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ.

მათ მიერ გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ  ევროპის ქვეყნის ხელისუფლება უფრო საკუთარი საზღვრის დაცვითაა დაკავებული, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა გაამკაცრეს ზომები იმ აფრიკელების წინააღმდეგ, რომლებიც ზღვით ცდილობენ ევროპის ქვეყნებში შეღწევას, გაამკაცრეს კონტროლი არა მარტო ზღვაზე, არამედ ხმელეთზეც. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მათ სამშობლოში აბრუნებენ, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. მაგალითად, გასულ წელს იტალიელებმა არაერთი ლიბიელი გააგზავნეს უკან ქვეყანაში, ისინი კი ან ციხეებში აღმოჩნდნენ, ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ“,-ნათქვამია მოხსენებაში. .

.