მაგდა პოპიაშვილი:  ქვეყნის შიგნით და გარეთ არ არსებობს არცერთი ძალა, რომელიც „must carry და must offer-თან დაკავშირებულ ინიციატივას  არ ეთანხმება

მაგდა პოპიაშვილი: ქვეყნის შიგნით და გარეთ არ არსებობს არცერთი ძალა, რომელიც „must carry და must offer-თან დაკავშირებულ ინიციატივას არ ეთანხმება

დღეს კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. 

როგორც „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა, მაგდა პოპიაშვილმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, დღესვე საგანგებო მიმართვა გავრცელდება, რომელიც ხელისუფლებისადმი იქნება მიმართული. მასში კი არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიების ინიციატივა იქნება წარმოდგენილი, რომელიც „must carry და must offer“-ის პრინციპიების კანონმდებლობაში ასახვას უკავშირდება.

მისი თქმით, ის უკანონოები, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება, ხელისუფლების და მისი უწყებების დამსახურებაა.

„ნებისმიერი უკანონო ქმედებები, რომელიც ბოლო პერიოდებში ხდება, ხელისუფლების ნებას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შეფასებები. წარმოვადგენთ ჩვენს რეკომენდაციებს ხელისუფლების, სასამართლოს, პროკურატურის, და იმ უწყებების მიმართ, რომელიც უშიშიროების საბჭოსთან შეიქმნა“, - განაცხადა პოპიაშვილმა.

მისი თქმით, „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში გაიმართა არაერთი შეხვედრა იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც საქართველოში მოღვაწეობენ და აღნიშნა, რომ   მათ წერილობით გამოხატული თავიანთი პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი  ამ პრინციპების კანონმდებლობაში ასახვას ეთანხმებიან.

„ქვეყნის შიგნით და გარეთ არ არსებობს არცერთი ძალა, რომელიც არ ეთანხმება ამ ინიციატივას. ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები არიან ერთიანი იმ საკითხში, რომ დაინერგოს ეს პრინციპები და ყველა არხი ჩაირთოს საკაბელო ქსელებში“, - განაცხადა პოპიაშვილმა და დასძინა,რომ ეს მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

პრესკონფერენცია 13:00 საათზე ფონდ:"ფონდ ღია საზოგადოება- საქართველოს" ოფისში გაიმართება.