ჩინური ნაყინი ბანანა, რომელსაც მზეც არ ადნობს (VIDEO)

ჩინური ნაყინი ბანანა, რომელსაც მზეც არ ადნობს (VIDEO)

ჩინეთში გაყიდვაშია ნაყინი, რომელიც ცხელ ამინდშიც არ დნება. მისი დატოვება ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათითაა შესაძლებელი.

ნაყინის სპეციალურ გამოშვებას Banana ჰქვია და მისი მწარმოებელია Nestle China. ამ ესკიმოს ყიდვა ჩინეთში პრაქტიკულად ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი. მართალია, ნაყინს „ბანანა“ ჰქვია, მაგრამ ის არა მხოლოდ ბანანის, არამედ მარწყვის, ალუბლის, ვაშლისა და სხვა რამდენიმე სახის ხილის არომატითაა. რაც შეეხება, ნაყინის სახელწოდებას,  „ბანანა“ მას იმიტომ ჰქვია, რომ ჟელატინი, რომელიც ნაყინს გარედან აკრავს ყვითელი ფერისაა და საერთო ჯამში ნაყინის ფორმა ბანანის ფორმას წააგავს. სწორეს ეს ჟელატინი აძლევს ნაყინს საშუალებას, რამდენიმე ხნით შენარჩუნდეს.

მართალია, რთულია თაკარა მზის ქვეშ დადგე და  მთელი ერთი საათი ნაყინს მიირთმევდე, მაგრამ ერთ-ერთმა მამაცმა ჩინელმა ჟურნალისტმა ამ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. უნდოდა გაეგო Nestle China -ს ნაყინი ამ მდგომარეობაში რამდენი ხანი გაძლებდა, შედეგს ბოლომდე არ დალოდებია, რადგან ერთ საათში ლამის თვითონ დადნა. აღმოჩნდა, რომ „ბანანა“ მზის ქვეშ დაახლოებით, სამი საათი არ დნება.