ჰაერში მოცურავე თევზები (VIDEO)

ჰაერში მოცურავე თევზები (VIDEO)

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი ანიმაციური ფილმი „ნემოს ძიებაში“ და კარგად გახსოვთ, პატარა თევზის, ნემოს დიდი თავგადასავალი ტროპიკული ზღვის სიღრმეებში.

შეიძლება, მალე ზღვას გაცდენილი ნემო, უკვე ჰაერში მოცურავეც იხილოთ, მთავარია არ გაგიკვირდეთ და სადმე აუცილებლად შეგხვდებათ... შეიძლება ჰაერში მოცურავე ნემოსა და ზვიგენს ქალაქის ქუჩებშიც  წააწყდეთ. უდავოა, ეს ფაქტი თქვენს ყურადღებას მიქცევს და დაინტერესდებით კიდევაც, სწორედ ეს იყო კომპანია William Mark-ის მთავარი მიზანიც.

კომპანიამ  2011 წელს, ნიუ-იორკში, სათამაშოების გამოფენა Toy Fair-ზე წარმოადგინა ინოვაციური სათამაშო Air Swimmers. ჰაერში მოცურავე თევზები,- ანიამციური ფილმიდან ნემო და ზვიგენი. გამოფენაზე Air Swimmers - მა დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი მოიზიდა.

კორპორაცია William Mark არის საფრენი სათამაშოების პირველი მწარმოებელი კომპანია. ის ყოველთვის ორიგინალური პროდუქტებით გამოირჩევა. მათი პროდუქტებია: X-zylo, Flitter Fairies - მფრინავი ფერიები გოგონებისთვის, უცნაური მფრინავი თეფშები - My Mystery UFO და სხვა ბევრი საინტერესო მფრინავი სათამაშო.

ჰაერში მოცურავე თევზები დისტანციური პულტით შორ მანძილზე იმართება და მისი გამოყენება 6 წლის ასაკის ბავშვსაც შეუძლია. სათამაშოს მოყვება დამატებითი ჰელიუმის ბალონი და დისტანციური პუტის ბატარეები.

კომპანიამ გამოფენიდან ერთ წელიწადში ჰაერში მოცურავე თევზები გაყიდვაში მასიურად ჩაუშვა. ახლ მისი შეძენა მსურველებს X-zylo-სა და სხვა ინტერნეტ მაღაზიებში, დაახლოებით, 50 დოლარად  შეუძლიათ.