კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკი გადაჰქონდა. ნარკოტიკული საშუალება მას გადაყლაპული ჰქონდა და ისე ცდილობდა მის გადატანას.

კუჭში მას ნახევარი კილოგრამი კოკაინი უპოვეს. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 32 წლისაა და საქართველოსთან ერთად, მას პანამის მოქალაქეობა აქვს. 

ოპერაცია უკრაინის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. ეჭვმიტანილი მაშინ აიყვანეს, როდესაც კიევის მცხოვრებს ესაუბრებოდა, რომელიც ადრე უკვე იყო დაკავებული ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. 

ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება 100 000 დოლარის ღირებულებისაა.