კლინტონმა რუსეთი სირიის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგებაში დაადანაშაულა

კლინტონმა რუსეთი სირიის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგებაში დაადანაშაულა

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში კონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთი ღიად დაადანაშაულა სირიის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგებაში.

"ამერიკა შეშფოთებულია იმით, რომ  რუსეთიდან გაგზავნილი სამხედრო თვითმფრინავები მალე სირიაში იქნებიან , რაც კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას შეუწყობს ხელს",-განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, მისთვის ზუსტად არ არის ცნობილი სირიაში გაგზავნილი სამხედრო თვითმფრინავები არის თუ არა რუსეთიდან წასული.

"სირიის ხელისუფლება საკუთარი მოქლაქეების წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავებს იყენებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა ვერ დავაზუსტებ, არის თუ არა ეს  რუსული თვითმფრინავები",-განუცხადა ჟურნალისტებს კირბმა.