იმონ გილმორი:   ეუთო რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს

იმონ გილმორი: ეუთო რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს "კავკასია 2012"- ს თვალყურს ადევნებს

„ეუთო რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს “კავკასია 2012”- ის საკითხს თვალყურს ადევნებს და შესაბამის მხარეებთან განიხილავს“, - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ირლანდიის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერ იმონ გილმორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გილმორი აცხადებს, ნებისმიერი სახის სამხედრო მანევრი მათი წუხილის საფუძველი ხდება

."რასაკვირველია ნებისმიერი სამხედრო წვრთნა და მანევრირება ეუთო-სთვის წუხილის საგანია. ჩვენ გვინდა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობა იყოს. ეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ყოველმხრივ თანამშრომლობას მოითხოვს. ჩვენ "კავკასია 2012-თან" დაკავშირებით საქმის კურსში ვართ და საკითხს შესაბამის მხარეებთან განვიხილავთ", -  განაცხადა გილმორმა.

შეგახსენებთ, სამხედრო წვრთნები “კავკასია 2012” მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.