იმონ გილმორი: ეუთო ელის, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება

იმონ გილმორი: ეუთო ელის, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ირლანდიის საგარეო და ვაჭრობის მინისტრ, ვიცე-პრემიერ იმონ გილმორის განცხადებით, ეუთო ელის, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

ამის შესახებ გილმორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნებმა საქართველოში სწორედ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას უნდა გამოხატავდეს.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, ODIHR-ს მისია მოიწვიოს. ასევე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო სიტუაციის შემფასებელი მისიის ჩამოსვლა. ჩვენ ველით, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტრანსფარანტულად ჩაივლის და ეს არჩევნები ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას გამოხატავს", - განაცხადა გილმორმა.