ივანიშვილისთვის 148 650 131 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება

ივანიშვილისთვის 148 650 131 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატები კოალიციის ლიდერისთვის 148 650 131 ლარის ჯარიმის დაკისრების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ.

ივანიშვილის ადვოკატებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა - 48 საათი ჰქონდათ, მათ სასამართლო გადაწყვეტილების ოქმი გუშინ ჩაბარდათ.  სარჩელს სააპელაციო სასამართლოში კი დღესვე შეიტანენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა ორი ოქმის განხილვის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს 126 220 190 და 22 429 941,3 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

ჯარიმა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ქონებას ყადაღა დაედება