ნიკა რურუა: 1994 წლის შეთახმების თანახმად, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის

ნიკა რურუა: 1994 წლის შეთახმების თანახმად, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ნინო კალანდაძის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება“ განაცხადა, რომ  „დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი სამწუხაროდ, აზერბაიჯანს ეკუთვნის“.

„სამწუხაროა ის, რომ უდაბნოს მონასტერი სადავო საკითხს არ წარმოადგენს. სამწუხაროა, მაგრამ ის 1994 წლის შეთახმების თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის“, - განაცხადა რურუამ.