გია ხუროშვილი: „შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისას მივიღეთ

გია ხუროშვილი: „შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისას მივიღეთ

შრომის კოდექსში“ ცვლილებები შედის, მასზე მსჯელობას დეპუტატები  მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივად აწარმოებს კონსულტაციებს და მათ მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინება ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა.

„პირველი ცვლილება შეეხება პროფკავშირების დაარსებისთვის საჭირო წევრთა რაოდენობას. დღეს მოქმედი კანონდებლობით ეს  100 წევრი იყო და ცვლილების შემდეგ საჭირო მხოლოდ 50 წევრი იქნება,  ანუ რაოდენობა შემცირდა. მეორე საკითხი შეეხება გაფიცვის ვადებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გაფიცვის მაქმიმალური  ვადა  90 დღეა,  ხოლო ცვლილების მიხედვით, ეს ვადა შეიცვლება და ულიმიტო იქნება. ანუ გაფიცვა ვადებით შეზღუდული არ იქნება“,-განაცხადა ხუროშვილმა.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების საკითხს, ხუროშვილის განცხადებით, ეს  უშუალოდ დამსაქმებლის პრეროგატივაა ასეთ შემთხევაში მოხდეს თუ არა შრომის ანაზღაურებას.

ხუროშვილის თქმით, კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და მომავალი  კვირიდან საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

„გამომდინარე იქიდან, რომ საგაზაფხული სესია უკვე დასასრულს უახლოვდება, ჩვენ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოვახდენთ, რაც ნიშნავს რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში კანონი  ძალაში იქნება შესული“,-განაცხადა ხუროშვილმა.

„შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, რომელსაც პარლამენტში განხილვისას წარმოადგენს.