დავით ბაქრაძე: პენსიონერთა და 6 წლამდე ბავშთა დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 500 მილიონი გამოიყოფა

დავით ბაქრაძე: პენსიონერთა და 6 წლამდე ბავშთა დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 500 მილიონი გამოიყოფა

პენსიონერთა და 6 წლამდე ბავშთა დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 500 მილიონი გამოიყოფა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი  სოციალური და ინფრასტრუქტურული   პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა და ადგილობრივებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების თვალსაზრისით შექმნილი მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სექტემბრიდან ყველა პენსიონერი და ექვს წლამდე ბავშვი უფასო სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 მლნ. ლარი იქნება გამოყოფილი“, - განუმარტა ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

იგი რაიონში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად  უპასუხა.

 „გატარებული რეფორმების და განსახორციელებელი პროექტების მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებიც არსებობს. ჩვენი მაზანია ადგილზე გავეცნოთ არსებულ პრობლემებს რათა შემდგომ მათი მოგვარების გზებიც დაისახოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.