ჯონ ბასი: ჩიკაგოს სამიტზე ახალი წევრების მიღება არ მოხდება, თუმცა ნატო ღია კარის პოლიტიკას ინარჩუნებს

ჯონ ბასი: ჩიკაგოს სამიტზე ახალი წევრების მიღება არ მოხდება, თუმცა ნატო ღია კარის პოლიტიკას ინარჩუნებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის მიერ ჩიკაგოს  ნატოს სამიტის წინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას აზუსტებს დაწერს, რომ, ფილიპ გორდინმა აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი და მასზე ალიანსში ახალი წევრების მიღება არ მოხდება, თუმცა ნატო კვლავინდებურად შეინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.

ჯონ ბასი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ საკუთარი მხარდაჭერის შესახებ კვლავაც დაადასტურებს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტებისას ნატოს ოთხივე კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ბასის  განცხადებით, კლიტონის ვიზიტისას გამოხატული იქნება, რომ ნატოს კარები კვლავაც ღია რჩება.

ელჩის თქმით, ფილიპ გორდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევეე აშშ-ის მხრიდან, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შემდეგომ, ეკონომიკურ და თავადაცის სფეროებში მხარდაჭერის პროცესის გამყარება.