ბედიის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ქართული ფრესკები და წარწერები განადგურდა

ბედიის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ქართული ფრესკები და წარწერები განადგურდა

ოჩამჩირეში, ბედიის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ქართული ფრესკები და წარწერები განადგურდა. სარესტავრაციო სამუშაოებს რუსული კომპანია „ტექტონიკი“ აწარმოებს. ტაძარში უკვე აღმართულია ხარაჩოებიც.

მიმდინარე სამუშაოების გამო ტაძარში წაშლილია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამე ბაგრატიონის ფრესკა და ქართველ დიდებულთა სხვა ფრესკული გამოსახულებები, ქართული ასომთავრული წარწერებით. 

აღარ არსებობს ბედიის ტაძრის შიგნით ფრესკული მოხატულობა და განმარტებითი წარწერები, რომლებიც ქართული ასომთავრული ანბანით იყო შესრულებული. ბედიის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ტაძრების განადგურების ეს პირველი ფაქტი არ არის.