სოციალურად დაუცველები და ასაკით პენსიონრები ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველები და ასაკით პენსიონრები ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველი პირები და ასაკით პენსიონრები უბილეთოდ მგზავრობის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დატაცებისთვის დაწესებული ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ საუბარია ცვლილებათა პროექტში, რომელიც „ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლების“ შესახებ კანონში შევა. პროეტქი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

ცვლილებების პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველი პირები და ასაკით პენსიონრები უბილეთოდ მგზავრობის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დატაცებისთვის დაწესებული ჯარიმისგან ერთჯერადად გათავისუფლდებიან.