ირაკლი სესიაშვილი:MAP-ის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მივესალმები, ღმერთმა ქნას ასე იყოს!

ირაკლი სესიაშვილი:MAP-ის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მივესალმები, ღმერთმა ქნას ასე იყოს!

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი  ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი მაპის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას  დასაშვებად მიიჩნევს და მიესალმება,  თუმცა აღნიშნავს, რომ  არ იცის ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც ალიანსში საქართველოს გაწევრიანება სამოქმედო გეგმის გარეშე განიხილეს  და შეხვედრის მონაწილეები ვისი ლობისტური მიდგომებით მოქმედებენ.

„ეს არ ნიშნავს, რომ მე მათ კონპეტენციაში ეჭვი შემაქვს,  მაგრამ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ ლობისტურ კომპანიების დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაციებში მსგავსი ტიპის შეხვედრებს  ატარებს და იქ  ხელისუფლების ინტერესების მატარებელი განცხადებები კეთდება ხოლმე“,-განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება, მაპის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, სესიაშვილი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს და აღნიშნავს, რომ  საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „აიპაპი“მიიღო. 

სესიაშვილის თქმით, ამდენი რამ სხვა ქვეყნების მიმართ აქამდე არ გამოუყენებიათ, ამიტომ ის ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოსთან მიმართებაში  სხვა მიდგომების არსებობას არ გამორიცხავს.

 „ეს ძალიან კარგი იქნება. ღმერთმა ქნას   ასე მოხდეს, მადლობა ამ წინადადებისთვის. აქამდე ყველა წევრი ქვეყანა გარდა ძირითადი დამფუძნებლებისა მაპის მიღების შემდეგ გაწევრიანდა, თუმცა ნატოს  წევრობისთვის რაიმე კონკრეტული ინსტრუქცია არ აქვს როგორ უნდა მოხდეს მასში ქვეყნის გაწევრიანება.  მთავარია,  ნატოში გაწევრიანებისთვის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება არსებობდეს. მთავარია,  ჩვენ მივაღწიოთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა  თავიანთი პოლიტიკური ნება და მზადყოფნა საქართველოს ნატოში  გაწევრიანებაზე დაფიქსირონ“,-განაცხადა სესიაშვილმა.

ალიანსში გაწევრიანებისთვის გასავლელ ეტაპებს სესიაშვილი მეორეხარისხოვნადაც განიხილვას, თუმცა აცხადებს, რომ მაპი  კანდიდატობის წევრობას ნიშნავს და როცა კანდიდატი ხარ, კონტრეტულად გეძლევა მითითებები თუ რა ტიპის  მიმართულებებით, რა  რეფორმა უნდა განახორციელო, მათი წარმატებით შესრულების  შემთხევაში კი, ნატოს წევრ სახელმწიფოებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ გარდა იმისა, რომ ალიანში ქვეყნის გაწევრიანებაზე თანხობა განაცხადონ.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ რამდენად დასაშვებია ეს საკითხი ხელისუფლების შემოტანილი იყოს და შედეგის მიუღწევლობა  ოპოზიციას გადააბრალონ, სესიაშვილი აცხადებს, რომ „ამ ზღაპარს არავინ  დაიჯერებს“.

„პირიქით, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ,  რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს და სწორედ ამ დემოკრატიის არარსებობის გამო, ნატოში გაწევრიანებაზე ხელი გვეშლება“,-განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ნატოში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე (MAP) გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, თემურ იაკობაშვილი ესწრებოდნენ. რუსთავი-2 ის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატოსაქართველოს საბჭოს მიერ მიღებული დავალებით შესაძლებელია ალიანსში სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანება.