[Corriere della Sera გვიდო ოლიმპიო]
ხოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესს ალბათ ყველაზე დიდი ყურადღებით ორი ადამიანი აკვირდება: სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი– წერს გვიდო ოლიმპიო Corriere della Sera–ს ფურცლებზე.
ხოსნი მუბარაქის პროცესს ყავს ორი დაინტერესებული მაყურებელი. ისინი აკვირდებიან ტელევიზიით რა ხდება და ფიქრობენ: მეც შეიძლება მომხვდარიყავი ამ გალიაში. ეს გახლავთ სირიელი ბაშარ ასადი და ლიბიელი მოამარ კადაფი, ორი დესპოტი, სასამართლო პროცესების კანდიდატები მომავალში, რომლებიც შეიძლება წარიმართოს მეტად დრამატულად. მრავალმა დიქტატორმა, რომლებიც დიდი ხანი არიან ხელისუფლებაში, იციან რომ, როგორც კი დაკარგავენ გვირგვინს, მათ არაფერი კარგი არ ელოდებათ,“– წერს გამოცემა.
„სასჯელი შეიძლება მოვიდეს როგორც ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შედეგად ისე აღსრულდეს სიჩქარეში, დიდ ფაციფუცში, სასწრაფოდ ჩატარებულ სასამართლოზე. ხალხის სამსჯავრო გაგზავნის შენ ეშაფოტზე, ისე რომ ის აღმართულიც არ არის. ზუსტად ასე მოხდა რუმინელი დიქტატორის ნიკოლაი ჩაუშესკუს შემთხვევაში. ის დახვრეტილ იქნა მეუღლესთან ერთად 1989 წლის დეკემბრის ბოლოს. ყვებიან რომ, ჩაუშესკუს ფინალმა მოახდინა ძლიერი შთაბეჭდილება ახლო აღმოსავლეთის სატრაპებზე. დიდ ხანს მათ შორის დადიოდა კასეტა რუმინეთის პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ, როგორც გაფრთხილება: შეხედეთ რა მოხდება, თუ აჯანყებას ძალით არ ჩავახშობთ“– წერს ავტორი.
„ბევრი თრგუნავდა თავის ხელქვეითებს, წარმოიდგენდნენ რა თავს უკვდავებად და მიუწვდომლებლად სამხრეთ ამერიკიდან აზიამდე, წერს გვიდო ოლიმპიო. ეს გახლავთ პანამის პრეზიდენტი მანუელ ნორიეგა და ჩილელი ავგუსტო პინოჩეტი. ციხეში გარდაიცვალა სლობოდან მილოშევიჩი, ნაპოლეონი სერბეთიდან, რომელიც შიშის ზარს სცემდა ბალკანეთს. ეს იყო კამბოჯელი პოლ პოტი, რომლის სინდისზე არის მილიონნახევარი ადამიანის სიცოცხლე. მართალია სასამართლოს წინაშე ის არ წამდგარა, უფრო ადრე დაადგა ჯოჯოხეთის გზას, მაგრამ მისმა თანამზრახველებმა ვერ აიცილეს დამსახურებული სასჯელი. სახელები და ისტორიები შეიძლება უსასრულოდ ჩამოვთვალოთ, მაგრამ ყოველთვის არის ვიღაც, დაწყებული ჰიტლერიდან, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს თავი უფრო „მაგარ ბიჭად“, ვიდრე სხვა „მეხორცეები“ იყვნენ. მაგალითად, სადამ ჰუსეინი. დიდი ხნის ნადირობის შემდეგ ტირანი დაიჭირეს. ის წარსდგა სასამართლოს წინაშე. იგი ცდილობდა თავი დაეცვა,წყევლიდა მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ყველაფერმა უსარგებლოდ ჩაიარა. მარყუჟმა, რომელიც ჯალათმა ჩამოაცვა, პარტია დაამთავრა.“