პატრიარქი დღეს აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს მონათლავს

პატრიარქი დღეს აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს მონათლავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აჭარაში მცხოვრებ ქართველ მუსულმანებს, აფხაზებსა და ლაზებს მონათლავს. 

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სხვადასხვა ასაკის 40 ადამიანი ინათლება. მათი ნათლია უწმინდესი იქნება. ნათლობის შემდეგ პარაკლისი შესრულდება. 

კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ნათლულებს ტაძარში დალოცავს. ასევე, პატრიარქი ნათლულებს საპატრიარქოში მიიღებს.