80 წლის პენსიონერი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს ფიზიკური  შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

80 წლის პენსიონერი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

80 წლის პენსიონერი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული გარემოვაჭრე  ციასანა თევზაძე აცხადებს, ოჯახიდან ძველი ნივთები გასაყიდად მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანა, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა მას ტერიტორიის დატოვება მოთხოვა. ქალბატონის თქმით ამის შემდეგ მას ხელები გადაუგრიხეს, გასაყიდად გამოტანილი თეფშები კი წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„  ორი თეფში გამოვიტანე სახლიდან, დამეტაკნენ უცებ და ხელები გადამიტრიალეს. ასეთ  განკარგულებას სააკაშვილი იძლევა. მე მიმავალი ვარ, მაგრამ თქვენ კარგ სახელმწიფოში უნდა იცხოვროთ“, - განაცხადა ცისანა თევზაძემ და აღნიშნა, რომ წართმეული თეფშები ზედამხედველობის სამსახურს მანქანაში აქვთ და არ უბრუნებენ.

 მომხდართან დაკავშირებით მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.