გურამ ჩახვაძე: ლაზიკაში დაბალ საგადასახადო რეჟიმსა და მაღალ თვითმართველობაზე საუბარი, მხოლოდ პროექტის გაცნობის შემდეგ შეიძლება

გურამ ჩახვაძე: ლაზიკაში დაბალ საგადასახადო რეჟიმსა და მაღალ თვითმართველობაზე საუბარი, მხოლოდ პროექტის გაცნობის შემდეგ შეიძლება

From.ge

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, „ლაზიკის კომისიის“ წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით , როდესაც ეს პროექტი მზად იქნება და პარლამენტში შემოიტანენ და უფრო დეტალურად გაეცნობიან  დეპუტატები, მაშინ შეეძლებათ საუბარი  ლაზიკის დაბალ საგადასახადო რეჟიმსა და მაღალი დონის თვითმმართველობაზე ან იმაზე, რა შედეგის მომტანი იქნება ასეთი სტატუსის მქონე ქალაქის არსებობა.

„ქალაქის აშენების წინააღმდეგი როგორ უნდა იყო, მაგრამ, ვისი ინიციატივაც არის, მან უნდა წარმოადგინოს პროექტი.   ბევრი ქვეყნის კონსტიტუციას ვიცნობ, ჩრდილოეთ ამერიკაშიც და ევროკავშირშიც, მაგრამ არსად შემხვედრია რომ რომელიღაც ქალაქს რაღაც განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს.  შეიძლება რაღაც ავტონომიური რეგიონები გააჩნდეს ქვეყანას, მაგალითად, ესპანეთში სადაც ასიმეტრიული ფედერალიზმია არის ბასკეთის ან კატალონიის მსგავსი წარმონაქმნები, მაგრამ ქალაქები არა. თუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზეა საუბარი, ამას კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანა არ სჭირდება, ამის შესახებ კანონი გვაქვს. ალბათ ეს განსხვავებული ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს, დაველოდოთ“,-აცხადებს ჩახვაძე Presage.tv-სთან საუბარში.