თბილისის 124-ე სკოლასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

თბილისის 124-ე სკოლასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

თბილისის 124-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით,საეჭვო ნივთის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს სკოლის მოსწავლეებმა მიაწოდეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის გაუვნებელყოფილია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.