ევროკავშირი სახალხო დამცველის აპარტის გაძლიერებისთვის 1.2 მილიონ ევროს გაიღებს

ევროკავშირი სახალხო დამცველის აპარტის გაძლიერებისთვის 1.2 მილიონ ევროს გაიღებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და სახალხო დამცველის მოადგილემ,  თათა ხუნწარიამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.

გრანტის მიზანია ხელი შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატის შემდგომ გაძლიერებას. მისი საერთო ოდენობა შეადგენს €1.2 მილიონ ევროს სამი წლის განმავლობაში (2012-2015წწ.).

გრანტი ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული კერძო საჩივრების უფრო ეფექტურ მართვას, ასევე, ადამიანის უფლებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს მოქალაქეებში.

გრანტის უშუალო ბენეფიციარები ასევე იქნებიან პირები, რომლებიც იმყოფებიან დაკავების ადგილებში, ბავშვზე ზრუნვისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. 

ევროკავშირი ამ ახალ დაფინანსებას უზრუნველყოფს ე.წ. ,,ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის” მეშვეობით, რომელსაც 2012 წლის 24 აპრილს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და ევროკავშირი ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. ეს პროგრამა უზრუნველყოფს  9.7 მილიონი ევროს გამოყოფას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო შეთანხმებებზე წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვისთვის აუცილებელი ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობისათვის.