დავით ბაქრაძე ვოლფგანგ ბიუორნზენის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

დავით ბაქრაძე ვოლფგანგ ბიუორნზენის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საელჩოში ვოლფგანგ ბიუორნზენის წიგნის „სანიმუშო ადამიანები მცირე ნაკლოვანებებით“ პრეზენტაციას დაესწრო.

დავით ბაქრაძე გერმანიაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა გერმანელ კოლეგეას და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ ჰოისკენს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.