ევროვიზია 2012- ს ტერაქტებით ემუქრებიან

ევროვიზია 2012- ს ტერაქტებით ემუქრებიან


როგორც გაზეთი Sobesednik.ru  იუწყება,  უცნობი რადიკალური ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა,  მუსულიმის სახელით, ინტერნეტში გამოქვეყნა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავს.

 მუსლიმი ირწმუნება, რომ თავდასხმას განახორციელებს იმ  „გარყვნილებზე“ და „ჰომოსექსუალებზე“,  რომლებიც აპირებენ ფეხის დადგმას იმ მიწაზე, სადაც წმინდა მუსულმანების სისხლი დაიღვარა.

„ჩვენ ამ ხალხზე განვახორციელებთ თავდასხმას და მათ ვერავინ და ვერაფერი დაიცავს“, - აცხადებს  ტერორისტი.

შეგახსენებთ, ევროვიზია 2012,  ბაქოში 22-26  მაისს გაიმართება. საქართველოს სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე მომღერალი ანრი ჯოხაძე წარადგენს.