მანანა კობახიძე: 27 მაისი ქვეყნის გაერთიანების დასაწყისია

მანანა კობახიძე: 27 მაისი ქვეყნის გაერთიანების დასაწყისია

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მანანა კობახიძე 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე  მხარდამჭერების დიდ რაოდენობას ელოდება.

კობახიძის განცხდებით, ეს  მშვიდობიანი აქცია ქვეყნის გაერთიანების დასაწყისი იქნება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ეს  ძალიან ხალხმრავალი აქცია იქნება. მართალია, თბილისის მასშტაბით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად, იმ მასშტაბის არ იქნება,  რაც ზოგადად  „ქართულ ოცნებას“ შეეფერება.  ესაა ქვეყნის გაერთიანების დასაწყისი. ეს იქნება ქართველი ხალხის  მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომლებსაც ძალიან დიდი ხანია ერთად დგომა და ერთად  ამა თუ იმ აზრის დაფიქსირება მონატრებული აქვს“,-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებითვე, ამ აქციით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ და  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“  ოქტომბერში არჩევნებისთვის მზაობას აცხადებს.

“ამ ერთობით   ხელისუფლებას დავამარცხებთ. ეს არის აბსოლუტურად შვიდობიანი აქცია, რომელიც მიმართულია, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების გამოცხადებაზე“,-განაცხადა კობახიძემ.