სოფლის მეურნეობა : გენმოდიფიცირებული სოიო და მზესუმზირა საქართველოში

სოფლის მეურნეობა : გენმოდიფიცირებული სოიო და მზესუმზირა საქართველოში

[ბანკები და ფინანსები]

სიმინდის შემდეგ, მზესუმზირის და სოიოს სახელმწიფო პროგრამა იწყება.

ხაზი ესმება, რომ შემოტანილი სიმინდის, სოიოს და მზესუმზირის თესლი ჰიბრიდულია, თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში ინერგება არა მარტო ჰიბრიდული, არამედ გენმოდიფიცირებული ჯიშებიც. საყურადღებოა, რომ ევროპას მკაცრი კრიტერიუმები აქვს გენმოდიფიცირებული ჯიშების შემცველი კვების პროდუქტების მიმართ, აგრეთვე, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის იმ ნაწარმის მიმართ, სადაც საკვებად გენმოდიფიცირებული ჯიშებისგან მიღებული პროდუქცია გამოიყენება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში სოიოსა და მზესუმზირის მაღალი ხარისხის სათესლე მასალის შემოტანას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სათესლე მასალის საცდელი პარტია წეროვანში უკვე დაითესა და მაღალი შედეგებიც აჩვენა.
2 ახალი პროექტის განხორცილება სოფლად უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტის მიზანი სოიოსა და მზესუმზირის საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდაა.

მაღალი მოსავლიანობის მისაღებად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ახორციელებს ჰიბრიდული სიმინდის პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით, მარცვლეული კულტურა 23 400 ჰექტარზე დაითესა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, წეროვანში მზესუმზირის ნათესები ხუთშაბათს დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.