თინათინ ხიდაშელი: „კიდევ ერთი ნაბიჯი თბილისელების სოციალური ყოფის დასამძმებლად“

თინათინ ხიდაშელი: „კიდევ ერთი ნაბიჯი თბილისელების სოციალური ყოფის დასამძმებლად“

თინათინ ხიდაშელის განცხადება

უკვე რემდენიმე თვეა რესპუბლიკური პარტია საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ თბილისის მერია საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღებას გეგმავდა. ჩვენი მრავალი მცდელობის შედეგად შევძელით ამ პროექტის 2011 წლის იანვრიდან ამოქმედების შეჩერება, ვინაიდან 2010 წლის, 27 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობას და კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ოფიციალურად, ტელევიზიების თანდასწრებით მოუწია ამგვარი გადასახადის შემოღების უარყოფა.

2010 წლის, 27 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელები უმრავლესობისაგან აბსოლუტურ გარანტიებს ვითხოვდით თბილისის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული საბავშვო ბაღების მომსახურების უზრუნველყოფისათვის. კერძოდ, ბიუჯეტში დაზოგილი 10 მილიონი ლარის სწორედ საბავშვო ბაღების განვითაბისათვის მიმართვის კენჭისყრა მოვითხოვეთ. ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება ჩააგდო და ამის ნაცვლად 10 მილიონი დამატებით სრულიად კორუფციული და არა-გამჭვირვალე საბიუჯეტო ვალდებულებით დაიტვირთა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის ფარგლებში.

ამის შემდეგ უკვე იანვრიდან მოყოლებული, რამდენიმე თვის მანძილზე მოვითხოვდით საკრებულოს მხრიდან მყარი გარანტიების შექმნას ბაღებისათვის საბიუჯეტო რესურსების უზრუნველყოფისათვის, თუმცა ჩვენი ინიციატივა კვლავაც ჩააგდო საკრებულოს ნაციონალურმა უმრავლესობამ.

დარწმუნებული ვართ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე თბილისის მერის მიერ, თბილესელების გაღარიბების პოლიტიკის განხორციელების გამო, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და მზარდი სატარიფო პოლიტიკის შესახებ.

ბატონი ახვლედიანი არ იყო ერთადერთი, რომელიც საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღებას უარყოფდა და პრესითა და ტელევიზიით 2010 წლის დეკემბერში და 2011 წლის იანვარში მრავალი განცხადება გაავრცელეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებიც უარყოფდნენ ასეთ გეგმებს.

სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებისათვის უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ გადასახადის შემოღება გარდაუვალია და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერია კვლავაც არ ასახელებს იმ თანხის კონკრეტულ ოდენობას, რომლის გადახდაც მშობლებს მოუწევთ.

სხვადასხვა მომსახურების ტარიფის ზრდის, ფასების მატების, ტოტალური უმუშევრობისა და ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, თბილისის მერიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით უარი თქვა ერთი–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური სოციალური პროგრამის განხორციელებაზე, რომლითაც თბილისილების აბსოლუტური უმრავლესობა სარგებლობდა. დღევანდელი გადაწყვტილებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა თბილისელების სოციალური ყოფის დამძიმებისა და საბიუჯეტო რესურსების ქალაქის რეალური საჭიროებებიდან ჩამოშორებისაკენ. შესაბამისად, ბიუჯეტის მეტი სახსრები გამონთავისუფლდა თანამდებობის პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

რესპუბლილელები კატეგორიულად ვემიჯნებით ამ გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ იგი თავისი არსით კორუფციულია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კიდევ უფრო გაღარიბებას ისახავს მიზნად და ქალაქის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და კორუფციული გამოყენების შედეგია.

 

იხილეთ საკრებულოს გადაწყეტილება: თბილისის მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბიუჯეტო უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

ქ.თბილისში ბოლო დროს განხორციელებული სატარიფო პოლიტიკის, მუდმივად მზარდი ფასების, უმუშევრობის მაღალი დონისა და შემცირებული შემოსავლების გამო, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისელების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (შემდგომში „მუნიციპალური საბავშვო ბაღები“) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი სოციალური პროგრამაა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდა-განათლებასთან ერთად მშობლების დასაქმებისთვის დროის გამოთავისუფლებასაც ემსახურება. შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიმართ მოთხოვნა მაღალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

საკრებულოს თავმჯდომარე:                                                     ზაალ სამადაშვილი