ამერიკის შეერთებულ შტატებში მზადება ახალი წლისთვის უკვე დაიწყო. გუშინ, თეთრ სახლში ექვსი მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ნაძვის ხე, ტრადიციულად, სპეციალურად მორთული ეტლით მიიტანეს.
სპეციალურად ამ მომენტისთვის ამერიკის პირველი ლედი და დონალდ ტრამპიც გამოჩნდნენ.
მელანიამ წლის ყველაზე აქტუალურ სამოსზე შეაჩერა არჩევანი და წითელი კუბოკრული პალტოთი გამოჩნდა, რომელმაც გარშემომყოფებს საახალწლო განწყობა შეუქმნა.
საახალწლო ნაძის ხის შესარჩევად თეთრ სახლში კონკურსი ტარდება და წლევანდელი კაროლინაში გაზრდილი შთამბეჭდავი ხე გახდა.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო სიმბოლოს თეთრ სახლში დადგმის ცერემონია 1889 წლიდან იღებს სათავეს, როცა პრეზიდენტმა ბენჟამინ ჰარისონმა ყვითელ ოთახში ის პირველად განათავსა და ოთახი სანთლებით მორთო.