შორენა ბეგაშვილს ირაკლი ნანაძე უკვე ბომონდურ წვეულებებზეც დაჰყვება

შორენა ბეგაშვილს ირაკლი ნანაძე უკვე ბომონდურ წვეულებებზეც დაჰყვება

გუშინ "რესპუბლიკაში" მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის კლიპის პრემიერა გაიმართა, რომელსაც ქართული ბომონდი სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

სტუმრებს შორის იყვნენ შორენა ბეგაშვილი, რომელსაც თან ახლდა უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე და მეუღლე ირაკლი ნანაძე.

როგორც ჩანს, ირაკლი ნანაძე შორენასთან ერთად გამოჩენას უკვე აღარ ერიდება და საყვარელ ქალს არც ბომონდურ წვეულებებზე უშვებს მარტო.

ირაკლი ნანაძე შორენა ბეგაშვილს გვერდიდან არ შორდებოდა. აშკარაა, რომ მას ფოტოგადაღებები არ უყვარს, ამიტომ მხოლოდ პაპარაცული ფოტოების გადაღება მოხერხდა.