Cosmopolitan-ის ცნობილი გამოცემა ამჯერად სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალით დაინტერესდა და როგორც აღმოჩნდა, მათ განსაკუთრებულ „პრობლემას“ ოჯახის ახალი წევრი - მეგან მარკლი უქმნით.
„მეგან მარკლი იმდენად შრომისმოყვარეა, რომ კენსინგტონის სასახლის მომსახურე პერსონალს დისკომფორტს უქმნის,“- აღნიშნულია წყაროში.
სასახლის ინსაიდერების თქმით, ჰერცოგინიამ სასახლეში მკვეთრად შეცვალა როლი, რომელიც ჰერცოგინიას ეკისრება. შეიცვალა თავად მისი დღის რუტინაც და ფეხმძიმე ქალბატონი დღეს ხუთ საათზე იწყებს, რის გამოც მომსახურე პერსონალს უწევს ამ პერიოდშივე შეუდგს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
„როგორც ამბობე, სასახლის მოსამსახურეებს მეგან მარკლის სამუშაო ეთიკის მსგავსი რამ აქამდე არასდროს გამოუცდიათ, ჰერცოგინიას უამრავი იდეა აქვს, რითიც ოჯახში საკუთარ როლს თავადვე განსაზღვრავს,“ წერს Daily Mail-იც.