დედიკო სამსახურში: წარმატებული ქალის ტიმე-მენეჯმენტი

დედიკო სამსახურში: წარმატებული ქალის ტიმე-მენეჯმენტი

დროის ეფექტურად მართვა - ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰაერივით გვჭირდება. განსაკუთრებით კი, ქალებს, რომლებიც სამსახურსა და ოჯახს შორის იხლიჩებიან.

დროის მართვის ბევრი „ლაიფჰაკი“ არსებობს. ადამიანთა უმრავლესობა დროის ნაკლებობის გამო სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. ქალმა, რომელსაც სამსახური აქვს, უნდა მოასწროს ბავშვების სკოლაში/ბაღში წაყვანა, სამსახურში წასვლა, სამსახურიდან მაღაზიაში შევლა, პროდუქტების ყიდვა.

შინ მისულს კი დასასვენებლად მაინც არ სცალია. საჭმელი უნდა გააკეთოს, ბავშვები ამეცადინოს, დაალაგოს და ა.შ.

გადავწყვიტეთ, შეგვეკრიბა რამდენიმე საუკეთესო რეკომენდაცია, რომლის დახმარებითაც გაცილებით მეტი თავისუფალი დრო დაგრჩებათ.

1. დაგეგმეთ დრო

ძილის წინ დაისახეთ ხვალინდელი დღის გეგმა. კარგი იქნება, თუ ორ სიას შეადგენთ.

პირველი: აუცილებელი საქმეები;

მეორე: ყოველდღიური.

2. ყურადღება მიაქციეთ იმასრაც ყველაზე მეტ დროს გართმევთ

როგორც წესი, ეს არის: სამსახურიდან მარკეტში შევლა, პროდუქტის ყიდვა და ვახშმის (ან მეორე დრისთვის სადილის) მზადება. თქვენ ძალიან დიდ დროს დაზოგავთ, თუ ისარგებლებთ ონლაინ მაღაზიის მომსახურებით. გამონახეთ სამსახურში 5 წთ თავისუფალი დრო შედით საიტზე წწწ.მომიტანე.გე და შეიძინეთ პროდუქტები ონლაინ იგივე ფასად რაც სუპერმარკეტებშია. შეძენილ პროდუქტებს კურიერი ადგილზე მოგიტანთ და ამგვარად, თავიდან აიცილებთ პიკის საათში სალაროსთან რიგში დგომას, პარკირების პრობლემას და მეტი დრო დაგრჩებათ დასვენებისთვის.

3. მოკალით ბაყაყი

მენეჯმენტში არსებობს ცნება „ბაყაყი“, რაც ნიშნავს ყველაზე უსიამოვნო და არასასურველი საქმის მოშორებას. აღმოაჩინეთ თქვენი „ბაყაყი“ და პირველ რიგში, ის მოიშორეთ.

4. შეაქეთ საკუთარი თავი

აუცილებლად შეაქეთ საკუთარი თავი უმნიშვნელო წარმატებების დროსაც. ეს თავდაჯერებულობის კოეფიციენტს გაზრდის და შეგძენთ იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრებაში რეალიზებული და ბედნიერი ხართ.

5. ნუ დაგენანებათ დრო შვილებისთვის

ბავშვებთან კონტაქტი ჰარმონიისკენ მიგიყვანთ. ყველაზე რთული საქმეები კვირის დასაწყისში მოიშორეთ, კვირის ბოლოს მეტი თავისუფალი დრო დაგრჩებათ და ეს დრო ბავშვებთან გაატარეთ.

6. საჭმლის მომზადებაზე ზოგჯერ უარი თქვით

რამდენად უხეშადაც უნდა ჟღერდეს, პერიოდულად მაინც უარი თქვით საჭმელების მომზადებაზე და მზა კერძები შეუკვეთეთ. საბედნიეროდ, უამრავი ხელმისაწვდომი სერვისი არსებობს. მაგალითად,  მომიტანე.გე

7. დაივიწყეთ სიგარეტი

რამდენად ხშირად გადიხართ მოსაწევად დღეში? დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა და საერთო ჯამში, არცთუ ისე ცოტა დროს დაზოგავთ.

8. შეამცირეთ დრო სოციალურ ქსელში

დღეში რამდენი საათი იკარგება „ფეისბუქში სქროლვაზე“? დაფიქრდით, რამდენ თავისუფალ დროს გართმევთ თქვენი სმარტფონი. უმჯობესია, ეს დრო სეირნობას ან სპორტს დაუთმოთ.