15 ნოემბერს ლილი ოლდრიჯი 33 წლის გახდა. გთავაზობთ მის უახლეს ინტერვიუს ჟურნალთან ELLE-ი, სადაც ის მისტიკასა და ყველაზე გასაიდუმლოებულ თემებზე საუბრობს.
ლილი ოლდრიჯი: მე ძალიან ცრუმორწმუნე არ ვარ, ვცდილობ თავი
შევიკავო. სინამდვილეში იყო ცრუმორწმუნე ძალიან რთულია...
გჯერათ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება წინასწარაა დადგენილი?
მტკიცედ მჯერა ბედისწერის, მაგრამ ამასთან დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საკუთარ ბედს ადამიანი თავადაც შექმნის.
მკითხავთან ყოფილხართ?
ერთხელ, როცა 17 წლის ვიყავი, დაქალთან ერთად მკითხავთან წავედი. რამდენადაც მახსოვს მან ხელზე მიმკითხავა. იმ ქალმა მითხრა, რომ 19 წლის ასაკში დამასაფლავებდნენ. თუმცა მიუხედავად ამ ისტორიისა, მაინც მჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანის ბედისწერის დანახვა მართლა შეუძლიათ.
მაშინ, შესაძლოა, რაიმე თილისმა გაქვთ?
ბედნიერების მომტანი ნივთები? ის, რასაც მუდამ თან ვატარებ საქორწინო ბეჭედი და ჩემი ქალიშვილის სურათია.
მოდელებს შორის ახლო მეგობრობა ვისთან გაკავშირებთ?
ამ ურთიერთობაში გამიმართლა. მაგ: ახლა ჩემს გვერდით სხვა ფოტოსესიაში მონაწილეობას მიიღებს ბელა ჰადიდი - ის ჩემი უახლოესი მეგობარია, ვმეგობრობ მის დასთან, ჯიჯისთანაც. სინამდვილეში კი შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო - დიდი სიხარულით ვმეგობრობ ბევრ ჩემს კოლეგასთან.
როგორ ატარებთ დროს, როცა ერთმანეთს ხვდებით?
ისე, როგორც ყველაზე ჩვეულებრივი გოგონები. ვსაუბრობთ საერთო თემებზე, ერთმანეთს ვუცვლით ბოლო ინფორმაციებს.
თქვენს ცხოვრებაში ინსტაგრამს დიდი ადგილი უჭირავს? და რამდენ დროს უთმობთ სოციალურ ქსელს?
ვფიქრობ ბალანსს ვიცავ. სოციალური ქსელი თაყვანისმცემლებთან ურთიერთობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა, ვაჩვენებთ მას ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც როგორც წესი არ ჩანს. ყოველთვის ვცდილობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიყო გულწრფელი, ნამდვილი...
თქვენი ფარული ვნება?
ახლა კიდევ ვუყურებ ფილმებს ჰარი პოტერზე. არაჩვეულებრივი კინოა.
გჯერათ ასტროლოგიის?
დიახ-დიახ! თავს ნამდვილ მორიელად ვგრძნობ.
რაში გამოიხატება ეს?
ჩვენ, მორიელები ძალიან ერთგული და სასიამოვნო ადამიანები ვართ. მაგრამ, თუ რაიმეთი გაგვაღიზიანებენ, ახლოს მოსვლას არ ვურჩევ.
დედათქვენი, და, ძმა - ყველას მოდასთან აქვს კავშირი. მათთან სამსახურზე საუბრობთ? გაძლევთ თუ არა დედა პროფესიულ რჩევებს?
ეს ძალიან დიდი გამართლებაა, რომ ასეთი ოჯახი მყავს. რა თქმა უნდა, რჩევისთვის დასახმარებლად მას მივმართავ. ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, მზად არიან მხარდაჭერისთვის და ეს შესანიშნავია.
როგორია თქვენი ოჯახური ვახშამი?
ქმარი ამზადებს, მე მივირთმევ.
საკუთარ თავს, როგორც დედას, როგორ დაახასიათებდით?
ძალიან მზრუნველი ვარ, ჩემი ქალიშვილი ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.
თქვენ ლოს-ანჟელესში გაიზარდეთ - ვარსკვლავური ცხოვრების ეპიცენტრში. ბავშვობაში ოცნებობდით იმაზე, რომ ცნობილი გამხდარიყავით?
11 წლის ასაკში ფეხბურთს ვთამაშობდი და ქალთა გუნდში მოხვედრასა და ოლიმპიადაზე გამოსვლაზე ვოცნებობდი. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ცნობილი გავხდებოდი.