ეს ძალიან რომანტიულია! როგორ სთხოვეს ვარსკვლავებს ხელი

ეს ძალიან რომანტიულია! როგორ სთხოვეს ვარსკვლავებს ხელი

ხშირად, ცნობილ ადამიანებს ქორწილზე ჟურნალისტების ნახვის სურვილი არ აქვთ და არც ხელის თხოვნის ამბავზე საუბრობენ. თუმცა ზოგიერთმა მათგნმა საკუთარი ისტორია მაინც გაგვიზიარა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

2017 წლის ნოემბერში კენსინგტონის სასახლემ Twitter-ის გვერდზე ოფიციალური განცხადება გააკეთა: პრინცი ჰარი და მეგან მარკი დაინიშნენ. „ნიშნობა რამდენიმე კვირით ადრე ჩემს კოტეჯში შედგა, როცა წიწილას შეწვას ვცდილობდით“ - ისაუბრა ჰარიმ BBC-თან ინტერვიუში. „ჰო, ეს საუკეთესო სიურპრიზი იყო! ყველაფერი ისეთი სასიამოვნო და რომანტიკული იყო“ - განმარტა მეგანმა.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს ხელი 2013 წლის ოქტომბერში სთხოვა, მის დაბადების დღეზე. ყველაფერი AT&T -ის პარკში, სან-ფრანცისკოში მოხდა. რეპერი კარგად იყო მომზადებული - ცეცხლი, ლანა დელ რეის სიმღერები ორკესტრის შესრულებით, მიწვეულები იყვნენ ოჯახის წევრები და მეგობრები.

მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი

შობაზე მსახიობმა საყვარელ ქალს უამრავი რამ აჩუქა, რომლის ბოლოში მოთავსებული იყო ყუთი, რომელშიც კიდევ უფრო მცირე ზომის შვიდი ყუთი ელაგა, ბოლოში კი იდო ნიშნობის ბეჭედი.

ფინქი და კერი ჰარტი

ამ შემთხვევაში ხელი გოგონამ სთხოვა. 2005 წელს ერთ-ერთი რბოლის დროს, ფინქმა მას პოსტერი უჩვენა: „ჩემზე იქორწინებ?“ და მეორე: „სერიოზულად გეკითხები!“

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი

მომღერალმა საყვარელ ქალს ხელი წელს ბაჰამას კუნძულებზე სთხოვა. ყველაფერი რესტორანში რომანტიკული ვახშმის დროს მოხდა.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი

ჯენიფერ გარნერის დაბადების დღეზე რესტორანთან მივიდა სატვირთო მანქანა უზარმაზარი ყუთით. მოგვიანებით მსახიობი გამოტყდა, რომ თავდაპირველად უბრალოდ მანქანა ეგონა, მაგრამ შემდეგ ყუთების ფსკერზე აღმოაჩინა ბეჭედი. თუმცა მიუხედავად ამ ისტორიისა, 12 წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის შემთხვევაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა: „ზუსტად მქონდა წარმოდგენილი, როგორ უნდა მეთხოვა ხელი. ვგეგმავდი რომანტიკულ გარემოს: მუსიკა, სანთლები... კარგად მოვემზადე. მაგრამ ერთი დღით ადრე, როცა უბრალოდ ვისხედით და ვარსკვლავებს ვუყურებდით, თავი ვერ შევიკავე და ვთხოვე მას, რომ ჩემი ცოლი გამხდარიყო“ - განაცხადა კიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კრისი ტეიგანი და ჯონ ლეგენდი

ეს წყვილი საზოგადოებისგან არაფერს მალავს. ჯონმა განაცხადა, რომ საყვარელ ქალს ხელი მალდივებზე ახლო მეგობრების გარემოცვაში სთხოვა, როცა მათი ურთიერთობის მეოთხე წელს ზეიმობდნენ.

როუზ ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი

მოდელი და მსახიობი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავენ. გამონაკლისი მხოლოდ წელს დაუშვეს, როცა გამოტყდნენ, რომ ახალ წელს დაქორწინებას აპირებენ. ჰოლივუდში გავრცელებულია ხელის თხოვნის ლეგენდა, რომლის მიხედვით ჯეისონმა როუზს მაშინ სთხოვა მისი ცოლი გამხდარიყო, როცა „ოქროს გლობუსის“ პრემიაზე მიდიოდნენ. ის დათანხმდა და წითელ ხალიჩაზე ბეჭდით გამოჩნდა.