ექიმი ჰაუსის საუკეთესო ციტატები

ექიმი ჰაუსის საუკეთესო ციტატები

ჰიუ ლორიმ მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე ფილმში და სერიალში ითამაშა, მაყურებლისთვის ყოველთვის განუმეორებელ ექიმ ჰაუსად დარჩება.

მოდით, გავიხსენოთ მისი სარკასტული და ენამახვილი ფრაზები.

1. - მხოლოდ ძალიან შეზღუდული და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალი არ ჩაიცვამს მოხერხებულ და უბრალო ფეხსაცმელს, მას ურჩევნია მთელი დღე დაიტანჯოს.

2. - მაიგნორებთ? თუ ჩუმად ტკბებით ჩემი მომხიბვლელობით?

3. - ყოველთვის ასეთი სულელი ხართ, თუ დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა?

4. - გამარჯობა! მე ექიმი ჰაუსი ვარ... და დიდი ხანია, ფსიქოპათი ხართ?

5. - თქვენ ცოტა სრული ხართ. „ცოტა სრულში“ მე ვიგულისხმე, რომ ჭამით გასკდით, ლამის სიკვდილამდე...

6. - სიამოვნებით დაგარტყამდით კბილებში, მაგრამ რატომ უნდა გამოგიკეთოთ გარეგნობა?

7. - მე მართალი ვარ, თუ... მე მართალი ვარ?

8. - ადვოკატი მჭირდება!

- ვინმე მოკალით?

- არავინ. მაგრამ ჯერ არ მოსაღამოვებულა...

9. - შენ მართალი იყავი.

- მართლა?

- არა! იდიოტი ხარ.

10. - მაინც გიყვართ ბუნება, მიუხედავად იმისა, როგორც მოგექცათ?

11. - არაფერი პირადული. მე საერთოდ არავინ მომწონს.

12. - ყველა ეგოისტები რომ ვყოფილიყავით, სამყარო უკეთესი იქნებოდა.

13. - თქვენ ცდებით!

- ძლიერი კონტრარგუმენტია!

14. - პაციენტი მოკვდა? თუ უნდა ვიმუშაო?