ნაცვლად იმისა, რომ ლელოს წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და მათი მხარდაჭერის მიღებას ცდილობდნენ, დადიან ბრიუსელში თავიანთ პატრონებთან და მათთან კოორდინაციას, ახალი დავალებების მიღებას ცდილობენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
კახიანი მათ ურჩევს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება სცადონ.
„მე მათ ვურჩევდი, რომ შეეცადონ ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში მიიღონ მხარდაჭერა და ნუ ეძებენ მხარდაჭერას ქვეყნის გარეთ, რადგან მოსახლეობის პოზიციაა გადამწყვეტი“, - აღნიშნა კახიანმა.
არსებული ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან.