ჰეილი ბოლდუინმა და ჯასტინ ბიბერმა ცოტა ხნის წინ იქორწინეს და მოდელმა ქმრის საპატივცემულოდ გვარიც შეიცვალა, ამიერიდან ის სოციალურ ქსელებში ჰეილი ბიბერით გამოჩნდება.
მოდელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მეუღლემ რომანტიკული კომენტარები არ დაიშურა „ეს უკვე მეტისმეტია, აღმაფრთოვანებ“ - დაწერა მან.
წყვილის ამგვარმა ურთიერთობამ გვინეტ პელტროუს ყურადღებაც მიიქცია და მსახიობმა წყვილის საუბარში ჩართვა გადაწყვიტა
„TMI” („ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა“) - დაწერა მან კომენტარების სექციაში.