ორსულ მეგან მარკლს ნახევარდა განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს

ორსულ მეგან მარკლს ნახევარდა განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს

სამანტა მარკლი საზოგადოებამ სკანდალური განცხადებებით გაიცნო, ნახევარდა რომელთანაც მეგანს არცთუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა აქვს, ამჯერადაც არ ღალატობს ჩვეულ ტრადიციას და კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს, სამანტა წიგნის წერითაა დაკავებული, რომელიც მეგან მარკლს ეხება და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, იმისა რომ  მისგან დიდი ხანია ახალი არაფერი გვსმენია.

Daily Star-თან ინტერვიუში სამანტამ განაცხადა, რომ წერს წიგნს სახელად „In The Shadows Of The Duchess”,  რომელიც საზოგადოებას ჰერცოგინიის შესახებ უამრავ უცნობ დეტალს ამცნობს.

წიგნში სამანტა ისაუბრებს იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა კიბერბულინგის მსხვერპლი და როგორ მიიღო სასიკვდილო მუქარა მას შემდეგ, რაც მისი ნახევარდა სამეფო ოჯახს შეუერთდა.

სამანტა წიგნის გამოცემას აპრილის ან მაისის თვეში გეგმავს, რაც ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ჰერცოგინია იმშობიარებს, ასე რომ, სწორედ ეს იქნება ახალბედა დედიკოს საჩუქარი დისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.