მიზეზი, რის გამოც მეგან მარკლი და ჰარი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრებაზე უარს ამბობენ

მიზეზი, რის გამოც მეგან მარკლი და ჰარი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრებაზე უარს ამბობენ

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სულ მალე მშობლები გახდებიან და გადაწყვიტეს პატარასთან ერთად ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. წყვილი ამჟამად კენსინგტონის სასახლის ერთ-ერთ მოკრძალებულ  - ნოთინგემის კოტეჯში ცხოვრობენ, თუმცა ოჯახის წევრთა მატებასთან ერთად, აღნიშნული სივცრე მათთვის საკმარისი არ იქნება.

როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, წყვილს ასევე არ სურს უილიამისა და ქეითის მეზობლად ცხოვრებაც.

„ჰარისა და მეგანს აპირებენ გადასვლას, რადგან მეტ სივრცეს საჭიროებენ, ამასთანავე, მათ არ სურთ უილიამისა და ქეითის მახლობლად ყოფნა. წყვილს მალე ახალი სახლო ექნება, რათა დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, რაც მათ აიძულებთ კენსინგტონის სასახლეში დარჩენას. არსებობს უამრავი ალტერნატივა და ცოლ-ქმარს შეუძლია, საკუთარი ფინანსებითაც შეიძინოს სასურველი სახლი“ - წერს Dაილყ Mაილ-ი.

შეგახსენებთ, რომ წყვილის ამჟამინდელი საცხოვრებელი მხოლოდ ორ საძინებელს, სააბაზანოს, ორ მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და სასადილო ოთახს აერთიანებს.